воскресенье, 8 мая 2011 г.

სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში

5 მაისს ჩემი მოსწავლეები ეწვივნენ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც წარმოადგინეს ნაწყვეტი მონტაჟიდან  '' ქართული დამწერლობის ისტორია". ქალბატონმა თამილა კოშორიძემ ბავშვებს გააცნო ქართული დამწერლობის ნიმუშები, რომლებიც გორელების მიერაა შესრულებული.
ყველა გორელი უნდა იცნობდეს საკუთარი ქალაქის ისტორიას! გირჩევთ, მოინახულოთ გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი, აქ თქვენ ნახავთ უამრავ საინტერესო ისტორიულ-კულტურულ მონაპოვარს, რომელიც გორის რეგიონშია მოძიებული.



 

 

 

 

 

 

 

 

   

   

   

   

   

   

   

   

 

 



суббота, 16 апреля 2011 г.

საგანმანათლებლო თამაშის პილოტირება პირველ კლასში

14 აპრილს, პირველ კლასში, წარმატებით გაიარა პილოტირება საგანმანათლებლო ელექტრონულმა თამაშმა "ვანოს ზღაპარი".   ამ თამაშის სცენარზე,  დიდი მონდომებით, იმუშავა ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით:  ნინო მღებრიშვილი (გორის #6  საჯარო სკოლა),   ნინო ჯიოშვილი (თბილისის კერძო სკოლა "იბერი"),   ლიანა გელოვანი (თბილისის #172 საჯარო სკოლა).